|
2015-02-06 09:48:31, 1444 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გერმანიაში გაემგზავრება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 6 თებერვალს ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან, მათ შორის ჯონ მაკკეინთან და ასევე მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან კურტ ვოლკერთან. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მიწვეულია კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად ქალაქ მიუნხენის სახელით გამართულ მიღებაზე. ასევე ოფიციალურ სადილზე, რომელიც ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით იმართება. საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 9 თებერვალს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)