12:05 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 13:27:51, 1280 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ორ დღეში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30% დააზიანა

ბოლო ორ დღეში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30% დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, ჰერმან გალუშჩენკო ავრცელებს. 

უკრაინელმა მინისტრმა CNN- თან ინტერვიუში განაცხადა , რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმის თავს.

მან განმარტა, რომ ასეთი ქმედებების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში ეხმარება ევროპის ქვეყნებს დაზოგონ რუსული გაზი და ქვანახშირი და დასძინა, რომ უკრაინა ცდილობს სწრაფად აღადგინოს მიწოდება სხვა წყაროებიდან.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა ევროპიდან ენერგიის დამატებით წყაროებს, გალუშჩენკომ თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ენერგოსისტემა კვლავ სტაბილურია, მაგრამ მოუწოდა პარტნიორებს უზრუნველყონ საჰაერო დაცვის სისტემები, რომლებიც რეალურად დაგვეხმარება ჩვენი ინფრასტრუქტურის „თავშესაფარში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics