|
2022-10-12 10:55:27, 1716 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - პუტინი რაციონალური მოთამაშეა, რომელმაც უკრაინაში შეჭრა ცუდად შეაფასა
აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის "რაციონალური მოთამაშე", რომელმაც უკრაინაში შეჭრა ცუდად შეაფასა. როგორც ბაიდენმა CNN-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, პუტინს ეგონა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შემოჭრას და "ხელგაშლილი დახვდებოდნენ". „ვფიქრობ, რომ ის რაციონალური მოთამაშეა, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა. ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა“, - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)