|
2022-10-11 11:15:04, 1713 ნახვა
ომი უკრაინაში
როგორ გამოიყენებს კრემლი ბელარუსს უკრაინის წინააღმდეგ ომში - ISW-ის ექსპერტების ვარაუდი
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი რუსული ძალები ბელარუსში, რათა ხელი შეუშალოს უკრაინული ძალებს სხვაგან გადაადგილებასა და კონტრშეტევაში მონაწილეობის მიღებას. 10 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს 20-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის კიევზე.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმის ბრძანება გასცა ქერჩის სრუტის ხიდზე „ტერორისტული თავდასხმის“ საპასუხოდ. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პროპორციულ ესკალაციას გააგრძელებს სამომავლო საპასუხო ქმედებებში. მისი თქმით, თუ უკრაინა გააგრძელებს "ტერორისტულ თავდასხმებს" , რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მისი მასშტაბები შეესაბამება რუსეთის ფედერაციის საფრთხის დონეს. რუსეთისა და ბელარუსის ჯარები, როგორც ადრე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეუტიონ უკრაინას ჩრდილოეთიდან, მიუხედავად ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებებისა, რომლის მიხედვითაც, ბელარუსი და რუსეთი შეთანხმდნენ საკავშირო სახელმწიფოს ძალების რეგიონული ჯგუფის განლაგებაზე. ISW ვარაუდობს, რომ კრემლს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი რუსული ძალები ბელორუსიაში, რათა დააკავოს უკრაინული ძალები კიევის მახლობლად და ხელი შეუშალოს მათ სხვაგან გადაადგილებას კონტრშეტევაში მონაწილეობის მისაღებად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)