|
2022-10-10 16:13:54, 1760 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - ომის კანონების უგულებელყოფას რუსეთს არავინ აპატიებს
პუტინი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის შურისძიებაშია. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით ომის კანონების უგულებელყოფას რუსეთს არავინ აპატიებს. "პუტინი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის შურისძიებაშია, თუმცა ჯერ ისიც კი არ არის ცნობილი, ვიცი მოწყობილია ხიდის აფეთქება.თვითონ ხომ არ ააფეთქეს? ის სტრატეგიული ბომბდამშენეს და ფრთოსან რალეტებს ესვრის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მათი მიზანია ჩვენი მუხლებზე დაჩოქება როგორც თავად ა,ბობენ გაყინვის გზით აუ უკრაინელები გაიყინებიან და წამოვლენ დათმობებზე. ეს მათთვის ხვა არაფერია, თუ არა მოლაპარაკებებისთის ხელსაყრელი პირობების შექმნა ძალის პოზიციიდან, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვამ ხელისუფლება და საერთაშორიოს თანამეგობრობა აიძულოს რუსეთთან დათმობებზე წასვლაზე. ვფიქრობ, ყველაფერ პირიქით იქნება. ჩვენ უფრო მეტად დაგვეხმარებიან, მეტ შეიარაღებას მოგვაწვდიან. მათ კი ფრთოსანი რაკეტების მარაგი ეწურებათ. შეგახსენებთ, უდანაშუალო მოქალაქეების ტანჯვა გენოციდის ნიშნებს ატარებს. ომის კანონების უგულებელყოფას კი მათ არავინ აპატიებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)