10:33 - 17 Aug, 2026
|
2022-10-07 11:09:29, 1777 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - არ გვაქვს უფლება გადავიტანოთ ეს ომი ჩვენს შვილებზე, მტერი უნდა განადგურდეს
ჩვენ არ გვაქვს უფლება გადავიტანოთ ეს ომი ჩვენს შვილებზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის მასშტაბები მსოფლიოს არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. "ჩვენს მიწაზე გრძელდება ბრძოლა, რომლის მასშტაბები მსოფლიოს არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს უფლება გადავიტანოთ ეს ომი ჩვენს შვილებზე. მტერი უნდა განადგურდეს აქ და ახლა. და ჩვენ ეს შეგვიძლია. “-აღნიშნა ზალუჟნიმ. ცნობისთვის, 30 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ომი ზამთარში ჩაცხრება და უკრაინა გაზაფხულზე თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)