|
2022-10-03 10:15:29, 1772 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - როცა რეგიონში უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსული ფარსი რაღაც ფურცლებით და ანექსიებით არავის ახსოვს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ კვირაში სამხედროების ანგარიშებში უდიდესი ნაწილი რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებული დასახლებულ პუნქტებს უჭირავს. „ყოველდღე ორჯერ მაინც, დილით და საღამოს, მე ვიღებ ანგარიშებს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირაში მოხსენებებში უდიდესი ნაწილი უკავია ჩვენი თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს. დონეცკის ოლქის ლიმანის გათავისუფლების ამბავი ახლა ყველაზე მეტად გავრცელდა. მაგრამ ჩვენი მეომრების წარმატებები მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება. იცით, ასეთი ტენდენციაა… ცოტა ხნის წინ, ვიღაცამ სადღაც ფსევდორეფერენდუმები გამართა და როცა რეგიონში უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსული ფარსი რაღაც ფურცლებით და რაღაც ანექსიებით არავის ახსოვს. გარდა, რა თქმა უნდა, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების. რადგან ამაზე პასუხს აგებს ყველა, ვინც ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებელი იქნება ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტში. "მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აახლოებს გამარჯვების ამ წუთებს, ვინც უკრაინის დროშას უკრაინის მიწაზე თავის კუთვნილ ადგილზე დააბრუნებს. მადლობას ვუხდი ყველას: გენერლებიდან დაწყებული ჯარისკაცებით, პროფესიონალი სამხედროებით, დაზვერვის ოფიცრებით, სპეცრაზმიდან მოხალისეებამდე და ყველას, ვინც ეხმარება. დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მან მადლობა გადაუხადა საჰაერო თავდასხმის ჯარების 25-ე, 80-ე, 81-ე, 95-ე ბრიგადებს უკრაინის აღმოსავლეთში მიღწეული წარმატებებისთვის; მე-14 და 92-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადებს; 1-ლი, მე-4 და მე-17 სატანკო ბრიგადებს; სპეციალური ოპერაციების ძალებს, ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის ქვედანაყოფებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)