12:41 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 12:32:35, 2186 ნახვა

ომი უკრაინაში
ენერგოატომი - რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი დააკავეს

ენერგოატომის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი რუსულმა პოლიციამ დააკავა. 

ენერგოატომის ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის თქმით, იგორ მურაშოვი გუშინ, 30 სექტემბერს ენერგოდარში მიმავალ გზაზე დააკავეს.

„ის მანქანიდან თვალახევულიგადმოიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს",- წერს კოსტინი

კოტინის ცნობით, მურაშოვის ამჟამინდელ ადგილმდებარეობასა და მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მისივე თქმით, მურაშოვს სადგურის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე მთავარი და ექსკლუზიური პასუხისმგებლობა ეკისრება, შესაბამისად, მისი დაკავება უკრაინისა და ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის სახიფათოა. 

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics