12:42 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 18:35:56, 1513 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი და უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიჰალი ხელს აწერენ უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას. ქვეყნის ხელმძღვანელებმა დოკუმენტს ხელი საჯაროდ მოაწერეს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავსებადობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან უკვე რეალურია.

"დე ფაქტო ჩვენ უკვე ავიღეთ გზა ნატოსკენ. დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის - რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში.

ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე ფაქტო. დღეს უკრაინა აცხადებს, რომ ის დე იურე გახდეს. ისე, რომ შეესაბამება ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ მთელი ჩვენი საზოგადოება. დაჩქარებული წესით.

ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადებაზე ხელმოწერით." - განაცხადა ვლოდიმერ ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics