|
2022-09-30 16:39:39, 1507 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, შეწყვიტოს ცეცხლი და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩვენ მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, რომ მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი, სამხედრო მოქმედებები, ის ომი, რომელიც უკვე 2014 წელს გააჩაღა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულების ხელისმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. პუტინის განმარტებით, ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებს, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". "ჩვენ მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, რომ მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი, სამხედრო მოქმედებები, ის ომი, რომელიც უკვე 2014 წელს გააჩაღა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ამის მზაობა გვაქვს და არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ, მაგრამ დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ხალხის გადაწყვეტილებაზე არ იქნება საუბარი იმიტომ, რომ მათ უკვე გააკეთეს თავისი არჩევანი და რუსეთი მათ არ უღალატებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს ყველაფრით, რითაც შეგვიძლია, რათა ვუზრუნველყოთ მათი მშვიდობიანი ცხოვრება. ასეთია ჩვენი დიდი განმათავისუფლებელი მისია", - განაცხადა პუტინმა სიტყვით გამოსვლისას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)