16:49 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 10:54:01, 5828 ნახვა

სამხედრო
DIBS-ში თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამა გაიხსნა

პირველად საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) თავდაცვისა და უსაფრთხოების გრძელვადიან, სტრატეგიული დონის პროგრამას მასპინძლობს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ოფიციალურად გახსნეს. მათ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. 

სწავლება ექვს მოდულს მოიცავს: სტრატეგიული ლიდერობა, უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიული განვითარება, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურა, თავდაცვის დაგეგმარება და მენეჯმენტი, სტრატეგიული ოპერაცია და დაგეგმარება. 

ექვსთვიანი პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ექსპერტების ლექციები, ასევე ვიზიტები პარტნიორ ქვეყნებში. 

სწავლებაში მონაწილეობენ თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო წოდების მოსამსახურეები, სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს უწყებების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები. 

2023 წლიდან დაგეგმილია პროგრამის განხორციელება თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. კერძოდ, სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის შეთანხმების საფუძველზე წარიმართება. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ გააგრძელონ სწავლა თსუ-ს აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვონ ერთწლიანი სამაგისტრო ხარისხი. პროგრამა DIBS-ის მიერ განხორციელებული უწყებათაშორისი ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics