07:55 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-24 13:35:11, 1856 ნახვა

ომი უკრაინაში
ლანდსბერგისი - ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს რუსებს, ვინც პასუხისმგებლობას გაურბის

ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს რუსებს, ვინც პასუხისმგებლობას გაურბის. - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრილიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ.

​„ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას. რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics