|
2022-09-21 22:25:23, 1754 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს ელჩი კიევში - ყალბი რეფერენდუმი და მობილიზაცია რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია
ყალბი რეფერენდუმი და მობილიზაცია რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია. - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კიევში, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ არასოდეს არ აღიარებს რუსეთის პრეტენზიას ვითომდა ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. "ყალბი რეფერენდუმი და მობილიზაცია სისუსტის, რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია. აშშ არასოდეს არ აღიარებს რუსეთის პრეტენზიას ვითომდა ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მანამ, სანამ ეს დასჭირდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)