20:38 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 20:55:28, 1240 ნახვა

ომი უკრაინაში
რასმუსენი - დემოკრატიული სამყარო პუტინის შანტაჟს არ უნდა დანებდეს

ვლადიმერ პუტინის განცხადება ნაწილობრივ მობილიზაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის მოწოდების შესახებ, კიდევ ერთი მცდელობაა უკრაინისა და მისი მოკავშირეების დამორჩილების. ეს არ გამოვა. - ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა განაცხადა.

მისივე თქმით,დემოკრატიული სამყარო არ უნდა დანებდეს ამ შანტაჟს.

"ვლადიმერ პუტინის განცხადება ნაწილობრივ მობილიზაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის მოწოდების შესახებ, კიდევ ერთი მცდელობაა უკრაინისა და მისი მოკავშირეების დამორჩილების. ეს არ გამოვა. 
მისი გამოსვლა აღიარებაა იმისა, რომ თავის ომში მარცხდება. ბრძოლის ველზე მარცხების პირისპირ, ის ცდილობს გააძლიეროს რუსეთის არასტაბილური პოზიცია მუქარითა და ესკალაციით. 
დემოკრატიული სამყარო არ უნდა დანებდეს ამ შანტაჟს. უკრაინის მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ იარაღის მიწოდება, რათა უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რომ ეს ომი მოიგოს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics