|
2022-09-19 18:01:49, 1848 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს
უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და მაღალ ტარიფებს ბოლოს მოუღებს. "უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ევროპელები ამას თავიანთ გადასახადებში ხედავენ. უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და მაღალ ტარიფებს ბოლოს მოუღებს. დღესდღეობით, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ევროპული ოჯახების კეთილდღეობისთვის ყველაზე მცირე ინვესტიციაა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)