|
2022-09-18 11:07:14, 2494 ნახვა
სხვადასხვა
ისტორიაში ყველაზე დიდი დაკრძალვის ცერემონიები
დედოფალ ელიზაბეთ II-ის ცხედარი ორშაბათს, 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დაკრძალვის წინა დღეს "ექსპრესნიუსი" იხსენებს ისტორიაში ყველაზე დიდ გლოვის ცერემონიებს. 1948 წლის 10 თებერვალს ორი მილიონი ინდოელი მოვიდა, რათა დაემშვიდობნენ დიდი ბრიტანეთისგან ინდოეთის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს, მაჰათმა განდის. პოლიტიკოსის ფერფლი მდინარე ჯუმნაზე გაიფანტა. 1963 წლის 25 ნოემბერს ამერიკელებმა მასობრივად პატივი მიაგეს ჯონ კენედის, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა დალასში მოგზაურობისას. აშშ-ის გარდაცვლილი პრეზიდენტის ცხედარს, კაპიტოლიუმში, რამდენიმე ასეული ათასი ამერიკელის რიგი ედგა. დაკრძალვაზე თითქმის ასი ქვეყნის წარმომადგენელი მოვიდა. 1965 წლის 30 იანვარს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი სახელმწიფო პატივით დაკრძალეს. ქვეყანაში ასეთი პატივი, როგორც წესი, მხოლოდ მეფეებსა და დედოფლებს ენიჭებათ, მაგრამ მთავრობის მეთაურის გულისთვის, რომელიც ინსულტით გარდაიცვალა, გამონაკლისი გაკეთდა. კუბო მისი ცხედრით ვესტმინსტერის დარბაზში გამოფინეს, სამგლოვიარო პროცესიამ კი ლონდონის მთელი ცენტრი გაიარა. 1970 წლის 12 ნოემბერს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მოეწყო საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის გამოსამშვიდობებელი ცერემონია. მართალია, მისი ნეშტი ტაძარში არ იყო: გენერალს სურდა, რომ დაკრძალვაზე ოფიციალური პირები არ ყოფილიყო და მისი ცხედარი ოჯახის თანდასწრებით დაკრძალეს Colombes-les-Deux-Eglises-ში. 2005 წლის 8 აპრილს ვატიკანში ათასობით მორწმუნე დაემშვიდობა რომის პაპ იოანე პავლე II-ს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას 26 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ასზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი დაესწრო დაკრძალვას და მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებდა გლოვის ცერემონიის გადაცემას ტელევიზიით. 2013 წლის 15 დეკემბერს სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა მშობლიურ სოფელ ცგუნუში დაკრძალეს. მანამდე აფრიკის უდიდეს სტადიონზე, იოჰანესბურგში, Soccer City-ზე სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა აშშ-ის პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)