|
2022-09-15 15:13:41, 2563 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სასაზღვრო სამსახური - ხარკოვში ოკუპანტებს 5 მოზარდი სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი
ხარკოვის ოლქში რუს ოკუპანტებს 5 ბავშვი სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი,- აღნიშულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, მათ ოთახში 4 გოგო და ერთი ბიჭი იპოვეს, რომლებიც სარდაფში 7 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. „კუპიანსკში დავალების შესრულებისას, მესაზღვრეებმა 15-დან 17 წლამდე ასაკის ხუთი მოზარდი იპოვეს, რომლებიც ოკუპანტებმა სარდაფში ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს. 4 გოგო და ერთი ბიჭი, 7 დღე იმყოფებოდნენ სარდაფში, სადაც ოკუპანტებმა ე.წ. ფილტრაციის ღონისძიებების ჩატარების შემდეგ გამოკეტეს“,- აღნიშნულია განცხადებაში. როგორც მოზარდებმა სამსახურის ბთანამშრომლებს უთრეს, ოკუპანტებმა მათთან ერთად ჩაატარეს ფილტრაციის ღონისძიებები, რის შემდეგაც ისინი სარდაფში ახსნა-განმარტების გარეშე ჩაკეტეს. „მოზარდების მადლიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება დაემართათ ბავშვებს, უკრაინის თავდაცვის ძალებს რომ არ მოეხდინათ ამ ტერიტორიის დეოკუპაცია. გათავისუფლებულ გოგოებთან და ბიჭთან ამჟამად კომპეტენტური ძალოვანი უწყების თანამშრომლები მუშაობენ“,- ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ. გარდა ამისა, უკრაინელებმა უკვე გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონის 400 დასახლებული პუნქტი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)