|
2015-02-05 16:31:37, 1344 ნახვა
საზოგადოება
ილიაუნიში ლექცია „კიბერუსაფრთხოების საინფორმაციო დღე“ გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსებიდან ერთი წელი შესრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ბიურო სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. დღეს, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია „კიბერუსაფრთხოების საინფორმაციო დღე“გაიმართა. უწყების ცნობით, ღონისძიების მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალგაზრდების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ლექცია კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ და უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი გვალიამ გახსნეს. მათ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და კიბერუსაფრთხოების სფეროს პოპულარიზაციისა და ამ კუთხით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი ბეროშვილი დაესწრო. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, ბიუროს საქმიანობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარუდგინეს. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს. საქართველოში კიბერუსაფრთხოების თემატიკამ აქტუალობა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ შეიძინა. 2014 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებმა საბჭომ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)