|
2022-09-05 11:30:22, 4350 ნახვა
ეკონომიკა
"თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს
"თიბისი კაპიტალი" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. ივლისში ეკონომიკის ზრდამ 9.7% შეადგინა, რაც შესაბამისობაშია სრული 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის 10%-ზე მეტი მაჩვენებლის მოლოდინთან. სავალუტო შემოდინებები ძლიერია, ფისკალური სტიმული კი, ივლისში შედარებით გააქტიურების ფონზე, ჯამურად მნიშვნელოვნად უარყოფითია. საბანკო დაკრედიტების კუთხით, ივლისი სუსტი იყო, თუმცა გასათვალისწინებელია კორპორატიულ სეგმენტში დავალიანების წინმსწრებად დაფარვის ზეგავლენა. წინა კვირაში, ასევე, აგვისტოს სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დინამიკაც გამოქვეყნდა. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, წლიური ინფლაცია 11.5%-დან, 10.9%-მდე შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ივლისისაგან განსხვავებით, ფასების წლიური ზრდის ტემპის შენელება წინა წლის საბაზო ეფექტით არ იყო გამოწვეული. არამედ, უკვე აგვისტოში ივლისთან შედარებით პრაქტიკულად ნულოვანი ინფლაცია დაფიქსირდა. მოლოდინების კუთხით, მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ აქვს. წლის ბოლოს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია დაახლოებით 7.4%-ით ან, თიბისი კაპიტალის აზრით, შესაძლოა უფრო ნაკლები მაჩვენებლითაც კი განისაზღვროს. ეს, აგვისტო-დეკემბრის პერიოდში, ფასების სეზონური მატების გამორიცხვით, დეფლაციას გულისხმობს. ასევე აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დინამიკის ცვლილება ჯერჯერობით უფრო იმპორტული პროდუქციის ფასების შემცირებით არის გამოწვეული, რადგან გაანგარიშებულ ადგილობრივ ინფლაციას შედარებით განსხვავებული დინამიკა აქვს. თუმცა, როგორც ეს თიბისი კაპიტალის ეკონომიკის შესაძლო გადახურების თემაზე თემატურ პუბლიკაციაშია აღნიშნული, არ ვფიქრობთ, რომ ჯამური ინფლაციის მოსალოდნელი შემცირების ფონზე, სამომხმარებლო კალათის გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილის ფასების ცვლილება არსებითად განსხვავებული იქნება. გაეცანით პუბლიკაციას სრულად ბმულზე.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)