|
2022-08-31 10:22:08, 4337 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - დადგება დღე, როცა რუსეთის ლიდერი მოვა უკრაინაში, დიდხანს დაიჩოქებს და ბოდიშს მოგვიხდის
უკრაინის გამარჯვება ამ ომში ნიშნავს მისი ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას, სადაც ეს შესაძლებელია სამხედრო გზით და სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური საშუალებებით,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Krym.Realiya-სთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსების განდევნა უკრაინის კონსტიტუციური სახელმწიფო საზღვრიდან. მან ასევე განმარტა ომის სამი ეტაპი. „24 თებერვალს (რუსული ჯარების) პოზიციაზე დაბრუნება არის იმ წამების გაგრძელება, რომელშიც უკრაინა 2014 წლიდან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში ნიშნავს მისი ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას, სადაც ეს შესაძლებელია სამხედრო გზით და სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური საშუალებებით. შემდეგ იქნება ომის მეორე ეტაპი - ეს იქნება ომის დანაშაულების, გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, აგრესიის დანაშაულებებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა და კომპენსაციის გადახდა. შემდეგ კი მესამე ეტაპი დადგება - რუსი ხალხის, რუსული ელიტის მონანიება“, - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, „დადგება დღე, როცა რუსეთის რომელიმე ლიდერი, ვინც არ უნდა იყოს, მოვა უკრაინაში, დაიჩოქებს რუსული აგრესიის მსხვერპლთა ძეგლის წინ, დიდხანს დაიჩოქებს და ბოდიშს მოუხდის უკრაინელ ხალხს ყველაფრისთვის“. "და როცა ეს მოხდება, ეს იქნება უკრაინის საბოლოო გამარჯვება", - დასძინა კულებამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)