|
2022-08-29 10:31:43, 2295 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - შეიარაღებულმა ძალებმა მტრის შეტევა სამი მიმართულებით მოიგერიეს
რუსი დამპყრობლები შეტევაზე სამი მიმართულებით გადავიდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს მტრის წინსვლა სლავიანსკის, ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით,- აღნიშნნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათი თქმით, დაბომბვა ტანკებიდან, ქვემეხი არტილერიიდან და MLRS დაფიქსირდა. „მტერმა გამოიყენა სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები. სცადა უაზრო დაზვერვის განხორციელება დოლინას დასახლების მიდამოში, განიცადა ზარალი და უკან დაიხია. გარდა ამისა, ბახმუტის მიმართულებით, მტერმა დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ბახმუტსკოეს, შუმოვთან, იაკოვლევკას, ზაიცევოსა და კოდემასთან. ავიადარტყმები მიაყენა იაკოვლევკასა და კოდემას რაიონებში. მან განაგრძო საჰაერო დაზვერვის ჩატარება უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით. დამპყრობლებმა შეუტიეს ავდიივკას, ვოდიანოეს, ვესელის, მარინკას, ალექსანდროპოლის და ტონენკოეს რაიონებს. ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მტერმა შეტევითი ბრძოლები პერვომაისკის რეგიონში დაიწყო, მაგრამ ყველაფერი წარუმატებელი აღმოჩნდა”,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსნებთ, რომ მანამდე რუსული ჯარები კონცენტრირებულნი იყვნენ დონბასის აღებაზე. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კვირას დილით აცნობა, 28 აგვისტოს, შეაჩერეს დამპყრობლების შეტევა სლავიანსკის, ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)