|
2022-08-26 17:20:42, 2330 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ბარათზე ვადიანი სამგზავრო ბარათის მიბმა მობილბანკით იქნება შესაძლებელი
„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს კომფორტული სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას. ამჯერად ბანკი მომხმარებლისთვის ვადიანი სამგზავრო ბარათის შეძენას და მის „საქართველოს ბანკის“ პლასტიკურ/ციფრულ ბარათზე მიბმას ხდის შესაძლებელს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1-ლი სექტემბრიდან, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები შეძლებენ მობილბანკში ისარგებლონ ვადიანი სამგზავრო ბარათის ფუნქციონალით. ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსითა და საბაგიროთი (უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო) მგზავრობისას მომხმარებელს ვადიანი სამგზავრო ბარათის ტარება აღარ დასჭირდება. მობილბანკიდან მისი შეძენისა და საბანკო ბარათზე მიბმის გარდა, ბარათის მარტივად მართვაც იქნება შესაძლებელი. მაგალითად, მომხმარებელი ბარათის გამოყენების მეთოდის და ბარათის ცვლილებასაც განახორციელებს. ასევე, შეძლებს ნახოს ბარათის ვადა, შეცვალოს საბანკო ბარათი, რომელზეც სამგზავრო ბარათია მიბმული და სხვა. ვადიანი სამგზავრო ბარათის აქტივაცია ხდება ყიდვის მომენტიდან. მისი ყიდვა/მართვა შესაძლებელია გადახდის მოდულიდან და მეტი მენიუდან. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი იყიდის სატრანსპორტო აბონემენტს, მას ბარათი პოპულარული გადახდების სექციაშიც გამოუჩნდება. „საქართველოს ბანკის“ და ვადიანი სამგზავრო ბარათების ინტეგრირების უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათის ტარება არ დასჭირდება, რადგან ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის საბანკო ბარათზე მიბმას შეძლებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებელს სწორედ ის სერვისი და პროდუქტი, იმ სივრცეში შევთავაზოთ, რომელიც მისთვის კიდევ უფრო კომფორტული იქნება “, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)