|
2022-08-25 18:28:39, 3865 ნახვა
ომი უკრაინაში
Human Rights Watch - უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენება
დღემდე, უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ტერიტორიაზეც კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენება.,- აღიშნულის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ანგარიშს აქვეყნებს. მათი თქმით, რუსეთის არმიამ უკრაინის 24 რეგიონიდან მინიმუმ 10 კასეტური საბრძოლო მასალიტ დაბომბა. წინასწარი შეფასებით, თებერვლიდან ივლისამდე უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის თავდასხმებს 689 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. „2022 წელს რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა როგორც ძველი კასეტური საბრძოლო მასალები გადარჩენილი მარაგებიდან, ასევე ახალი, ახლახან შემუშავებული ნიმუშები. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, არსებული მონაცემების საფუძველზე, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ უკრაინაში 2022 წელს გადატანილ არტილერიას შორის გამოყენებული იარაღი, შეიძლება ჩაითვალოს კასეტურ საბრძოლო მასალად“, - ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, Human Rights Watch, დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უკრაინის არმიის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების ორ შემთხვევას ავრცელებს. „რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა მიატოვონ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება და შეუერთდნენ 2008 წლის საერთაშორისო კონვენციას, რომელიც კრძალავს ამ ტიპის იარაღს“, - აღნიშნავს ორგანიზაცია. შეგახსენებთ, რომ მანამდე ეუთოს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ რუსული არმია უკრაინაში ცეცხლგამჩენ და კასეტურ ბომბებს, ფოსფორის ბომბებსა და თერმობარულ იარაღს იყენებს .
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)