|
2015-02-05 15:22:21, 1571 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, მხოლოდ ზოგადი საუბარი იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, მხოლოდ ზოგადი საუბარი იყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „არაფერი არ ხდება. არავითარი განცხადება არ გაკეთებულა ისეთი. ზოგადად საუბარი იყო იმაზე, რომ ვიღაცას შეიძლება სურდეს რაღაცის გაკეთება, მაგრამ ის ვიღაცა ძალიან მკაცრად დაისჯება ვინც არ უნდა იყოს, თუ რამეს გაბედავს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის დღეავნდელი სხდომის დაწყებამდე, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განცხადა, რომ ქვეყანაში გარკვეულ ძალებს დესტაბილიზაციის მოხდენა სურთ. "არის სხვადასხვა ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობა" თუ სხვა მოძრაობა იქნება მნიშვნელობა არ აქვს, არ დავკონკრეტდები ამ შემთხვევაში, არ დავუშვებთ არეულობას, რაც მოხდა უკრაინაში. რაღაც მცდელობები კი არის",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)