|
2022-08-20 09:59:37, 1638 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს,- ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა. მისი თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერ კიდევ შეუძლებელია. „რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 19 აგვისტოდან რუსებმა დონბასში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ოთხი ბახმუტში, ერთი დრუჟბაში, ერთი კონსტანტინოვკაში და ერთი სევერნიში. კიდევ 13 ადამიანი დაშავდა",- წერს კირილენკო. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დონბასში რამდენიმე მიმართულებით, მასიური შეტევა დაიწყო. ბრძოლები გრძელდება. კერძოდ, მტრის თვითმფრინავები მოქმედებდნენ მარინკას მახლობლად, ამასთან, ოკუპანტები ავდიივკას მიმართულებით ტანკების გამოყენებას ჯერ კოდევ აგრძელებენ. გარდა ამისა, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. კერძოდ, უცვლელია ამ მიმართულებით ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი - ავდეევკა, მარინკა, პესკი და ბახმუტი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)