|
2022-08-19 12:21:51, 1887 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უშიშროების ცნობით, რუსეთის FSB-ს აგენტი უზენაესი რადას შენობაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას ცდილობდა
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, გამოავლინეს რუსეთის FSB-ის აგენტი, რომელიც უზენაესი რადას შენობაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას ცდილობდა. SBU-ს სპიკერის არტემ დეხტიარენკოს თქმით, SBU- ს კონტრდაზვერვამ გამოავლინა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ უკრაინის უმაღლესი რადას ადმინისტრაციის დამხმარე განყოფილების თანამშრომლის დაქირავების ფაქტი. ”მისი რუსი კურატორის მითითებით, აგენტს უნდა შეეგროვებინა დაზვერვა უკრაინის პარლამენტში უცხოური დელეგაციების ვიზიტების შესახებ, კერძოდ, მათი პირადი შემადგენლობის, ოფიციალური და არაფორმალური საუბრების შინაარსის შესახებ. გარდა ამისა, მას დაევალა შეესწავლა დარბაზებსა და ფოიეში ინფორმაციის საიდუმლო შეგროვების სპეციალური ტექნიკური საშუალებების დაყენების შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვამ დააკავა რუსეთის ფედერაციის FSB-ის აგენტი , რომელიც ხელმძრვანელობდა სარაკეტო დარტყმებს, ზაპოროჟიეს ოკუპაციის შემთხვევაში "წამყვანი თანამდებობის" დაპირების სანაცვლოდ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)