08:31 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 10:37:33, 1681 ნახვა

ომი უკრაინაში
19 აგვისტო ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა

დღეს ხარკოვი რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობს,- ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა.

მისი თქმით, 17 აგვისტოს საღამო და 18 აგვისტოს დილა ერთ-ერთი ურთულესი გახდა ხარკოვისთვის ომის დაწყებიდან.

„ძვირფასო ხარკოველებო! დღეს ხარკოვში გლოვის დღეა. 17 აგვისტოს საღამო და 18 აგვისტოს დილა ერთ-ერთი ურთულესი გახდა ხარკოვისთვის ომის დაწყებიდან. ხალხი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა, მათ შორის ბავშვები",- წერს ტერეხოვი.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, ხარკოვში სალტოვსკის რაიონში, რუსული ძალების მიერ სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, მათ შორის, 11 წლის ბავშვი.

გარდა ამისა, 18 აგვისტოს, დილით რუსებმა ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს. დაზიანდა შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი. სლობოდსკოის რაიონში ერთ-ერთი რაკეტა 4-სართულიან საერთო საცხოვრებელს მოხვდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა 18 კი-დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics