|
2022-08-15 13:59:32, 2938 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - „მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია
„მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დროა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და მისმა პრეზიდენტმა, თავიანთი მიზანი გაიხსენონ და რეპუტაციაზე იფიქრონ. „ყველა სამხედრო ტყვე და განსაკუთრებით "აზოვსტალის" მცველები არიან მებრძოლები, რომლებიც კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას. შესაბამისად „მარიუპოლის ციხეები“ რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია. დროა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და მისმა პრეზიდენტმა, პეტერ მაურერმა თავიანთი მიზანი გაიხსენონ და რეპუტაციაზე იფიქრონ“,- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)