|
2022-08-14 15:58:07, 1783 ნახვა
ომი უკრაინაში
Amnesty International-ის ანგარიშს, რომელიც უკრაინას ომის კანონების დარღვევაში ადანაშაულებს, საერთაშორისო ექსპერტები შეამოწმებენ
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშს, რომელშიც საუბარია უკრაინის სამხედროების მიერ საცხოვრებელ შენობებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განლაგების შესახებ, საერთაშორისო ექსპერტები შეამოწმებენ. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება. ორგანიზაციის ცნობით, მოხსენების შესწავლა "დაიწყო საერთაშორისო დონეზე".საუბარია მასალის მომზადების პროცესის შემოწმებაზე და ანგარიშის იურიდიულ და პოლიტიკურ ანალიზზე. ”ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა მოხდა არასწორად და რატომ, უნდა ვისწავლოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვაზე”, - ვკთხულობთ განცხადებაში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი კვლევის შესახებ პრეს-რელიზი საჯარო გახდა საკმარისი კონტექსტის გარეშე. ისინი ასევე აღიარებენ, რომ ანგარიშის ირგვლივ გავრცელებულ სკანდალზე არასწორად რეაგირებდნენ. „დასკვნას არ გაუმახვილებია სათანადო ყურადღება რუსეთის აგრესიაზე საერთაშორისო სამართლის დარღვევით. … დასკვნები არ იყო გადმოცემული იმ დელიკატურობითა და სიზუსტით, რასაც უნდა ველოდოთ ამ ორგანიზაციისგან. ეს ასევე ეხება შემდგომ კომუნიკაციას და საერთაშორისო სამდივნოს რეაქციას საჯარო კრიტიკაზე“, - აცხადებენ უფლებადამცველები. AI-ში ასევე დასძინეს, რომ გმობენ „რუსეთის ხელისუფლების მიერ პრესრელიზის ინსტრუმენტალიზაციას“. მანამდე სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტები და მოხალისეები მონაწილეობდნენ მიკოლაივის, ხარკოვის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში მტკიცებულებების შეგროვებაში. ამავდროულად, მოხსენების მასალების უმეტესობა მოპოვებული იქნა უკრაინის დროებით უკონტროლო ტერიტორიებზე ევაკუირებული ადამიანების გამოკითხვის დროს: დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ან ყირიმში. კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, მასალა შეგროვდა ფილტრაციის ბანაკებისა და ციხეების ტერიტორიაზე, ჩატარდა გამოკითხვა მათ შორის, ვისაც „სურდა“ ასეთი ინფორმაციის მიწოდება. ორგანიზაცია ირწმუნება, რომ მათ მიერ გამოკითხული არც ერთი ადამიანი არ ყოფილა რუსეთის ციხეებში, ფილტრაციის ბანაკებში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. Amnesty International-მა უკრაინის 19 ქალაქი და სოფელი მოინახულა. ორგანიზაციამ თავისი დასკვნები ანგარიშში გამოაქვეყნა. აქცენტი გაკეთდა იმ ფაქტზე, რომ უკრაინული ჯარები და იარაღი სავარაუდოდ განლაგებულია საცხოვრებელ ადგილებში, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან ეს იწვევს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლს საცხოვრებელ სახლებზე. რუსი პროპაგანდისტები მოხსენებაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ უკრაინელები მშვიდობიან მოსახლეობას „ადამიანურ ფარად“ იყენებენ. რეინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ირინა ვერეშჩუკმა Amnesty International-ის განცხადებას „აბსურდული და შეურაცხმყოფელი“ უწოდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო Amnesty International რუსეთის ამნისტიის მცდელობისთვის. Amnesty International-ის ხელმძღვანელმა უკრაინაში, ოქსანა პოკალჩუკმა თანამდებობა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)