|
2022-08-14 13:11:12, 1890 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ რუსი ჯარისკაცი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ესვის, ჩვენი არმიისთვის განსაკუთრებული სამიზნე გახდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ზაპოროჟიეს ა,ტომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნა ევროპისთვის რადიაციულ საფრთხეს, ცივი ომის პიკში არსებულ მგომარეობამდე ზრდის. „ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნის ყოველი დღე ზრდის ევროპისთვის რადიაციულ საფრთხეს, როგორც ეს არ ყოფილა ცივი ომის დროს დაპირისპირების პიკშიც კი. უკრაინა პარტნიორ სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ეთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა დაბლოკოს რუსეთის ბირთვული ინდუსტრია, ტერორისტული სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, ისევე როგორც ის, ვინც მათ ეხმარება ამ შანტაჟის ოპერაციაში ატომური ელექტროსადგურით, უნდა გაასამართლოს საერთაშორისო სასამართლომ. ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელიც ან ესვრის ქარხანას ან ისვრის ქარხნის საფარქვეშ, უნდა გაიგოს, რომ ის ხდება ჩვენი დაზვერვისა და საიდუმლო სამსახურის, ჩვენი არმიის განსაკუთრებული სამიზნე"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)