|
2022-08-13 13:41:32, 1671 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - უკრაინის გამარჯვებისთვის აუცილებელია რუსებისთვის სავიზო აკრძალვა, ნავთობის ფასის შეზღუდვა, გაზის ემბარგო
რუსეთის დასამარცხებლად აუცილებელია რუსებისთვის სავიზო აკრძალვა, ნავთობის ფასის შეზღუდვა, გაზის ემბარგო და იარაღი. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის საჭიროა რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარება. "ეს ნაბიჯები დაგვეხმარება რუსეთის დამარცხებაში, რომ განადგურდეს მისი ეკონომიკა, არმია და ასევე წაერთვას დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისა და შანტაჟის სურვილი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)