|
2022-08-12 21:21:21, 1755 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - ეკონომისტების პროგნოზით რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიური 4.7%-ით შემცირდება
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრიდან 3 თვეში რუსეთის ეკონომიკა 4 წლით უკან დაბრუნდა. - ამის შესახებ Bloomberg-მა განაცხადა. მათივე თქმით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიური 4.7%-ით შემცირდება. „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრამ რუსეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში ოთხი წლით უკან დააბრუნა, რამაც ის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივ ვარდნის გზაზე დააყენა. 2022 წლის დასაწყისში მზარდი რუსეთის ეკონომიკა მეორე კვარტლიდან კლებაში შევიდა. რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიური 4.7%-ით შემცირდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)