|
2022-08-12 15:54:54, 1670 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები, სადაც უბედური შემთხვევები ასევე შეიძლება მოხდეს
კიეველი ნაძირლები და მათი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, ახალი ჩერნობილის მოსაწყობად მზად არიან. - ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენა და უშიშროების საბჭოს მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები, სადაც უბედური შემთხვევები ასევე შეიძლება მოხდეს. "კიეველი ნაძირლები და მათი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, ახალი ჩერნობილის მოსაწყობად მზად არიან. რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორსა და რადიოაქტიური იზოტოპების შესანახ ობიექტებს. ისინი [კიევი და მისი მოკავშირეები] ამტკიცებენ, რომ ეს რუსეთმა გააკეთა, რაც 100%-ით სისულელეა, სულელი როსოფობიური საზოგადოებისთვისაც კი. რა შემიძლია ვთქვა? არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები. უბედური შემთხვევები იქაც შეიძლება მოხდეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)