|
2022-08-11 12:37:12, 1553 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - თუ უკრაინის პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობას მიიღებენ, რუსეთთან მოლაპარაკებას დავთანხმდებით
რუსეთთან მოლაპარაკებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდებით, თუ მასში უკრაინის პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა . მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმი ჩატარდება, უკრაინა მოლაპარაკებებზე არ ისაუბრებს, ხოლო ახლა, რადგან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, აზრი არ აქვს ამ პოზიციის შეფასებას. 'მინდა გითხრათ, რომ რუსებთან მოლაპარაკები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენი პარტნიორები იქნებიან მაგიდასთან, რადგან აზრი არ აქვს რუსებთან საუბარს და მინსკი-3-ის მიღებას", - დასძინა მან. როგორც UNIAN იტყობინება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განმარტა, რომ უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას. და თუ რუსეთი შეეცდება ეგრეთ წოდებული „რეფერენდუმების“ დახმარებით სამხრეთის დროებით ოკუპირებული რეგიონების ანექსიას, მაშინ მოლაპარაკებები საბოლოოდ დახურული იქნება. BBC-ისთან ინტერვიუსი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მაშინ დაუბრუნდება, როცა კრემლის ულტიმატუმის ნაცვლად რეალური ამოსავალი წერტილი გამოჩნდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)