22:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 11:09:59, 1486 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ქართულმა კომპანიამ „ატლანტ გრუპმა“ ქალაქ ერევანში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 10 მილიონ ლარს უტოლდება.

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობამ შესაძლებლობა მოგვცა, ბიზნესი მეტად გაგვეფართოვებინა და უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძოდ ერევანში განგვეხორციელებინა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ინვესტიციის ნაწილი ბეტონის ქარხნისა და მოძრავი ტექნიკის შესაძენად მივმართეთ. სასიამოვნოა, რომ ჩვენმა პარტნიორმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, „საქართველოს ბანკმა“, გამოგვიცხადა ნდობა მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებაში“, - აცხადებს „ატლანტ გრუპის“ დამფუძნებელი, არამ სანოსიანი.

„მოხარული ვართ, რომ  პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ვახორციელებთ სამშენებლო პროექტებს. ერევანში, „ატლანტ გრუპის“ მიერ აშენებული მრავალფუნქციურ კომპლექსში გაერთიანებული იქნება საცხოვრებელი ბინები, საოფისე ფართები, რესტორანი და აუზი. პროექტის ჯამური სამშენებლო ფართი 40 000 კვ.მ.-ს შეადგენს. გვინდა მივულოცოთ კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელება და ვუსურვოთ კიდევ არაერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics