|
2022-08-09 18:02:23, 1719 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებული ყირიმის ოლქის სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად, რამდენიმე მასშტაბური აფეთქება მოხდა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ცნობით, ნოვოფედოროვკაში მდებარე რუსული სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე კვამლი ამოდის. ამასთან, ორი თვითმხილველების თქმით, ერთი წუთის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის 12 აფეთქების ხმა გაისმა. პოლიციელები მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. „ადგილზე ვარ სოფელ ნოვოფედოროვკაში, გავაძლიერეთ ყველა საჭირო ღონისძიება ინფრასტრუქტურული ობიექტების და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პირველ რიგში, 5-კილომეტრიან ზონაში კორდონის პერიმეტრის მოწყობის ღონისძიებები გატარდა: ღობეები, საგზაო პოლიციის ეკიპაჟები და ფეხით პატრული ადგილობრივი მოსახლეობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აკონტროლებს ხანძარს“,- განაცხადა ოკუპირებული ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)