|
2022-08-09 15:31:29, 1422 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობაზე - ერდოღანის ხელისუფლება ნატო-სთან მიმართებაში „დანის პირზე დადის“
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს თურქეთს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობამ . საკუთარი აზრი მან რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინსთან საუბარში გამოთქვა.მისი თქმით, დასავლეთი ახლა მწვავედ უკმაყოფილოა თურქეთის პოლიტიკით. „მთავარი ბრალდება არის ის, რომ თურქეთი ანადგურებს ნატო-ს ერთიანობას რუსეთის ფედერაციასთან თავისი განსაკუთრებული ურთიერთობით, რომელიც ალიანსის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ არის დასახელებული, ხოლო ნატო-ს წევრი ანადგურებს კონსენსუსს სახელმწიფოზე, რომელიც სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. ეს არის უკიდურესად არალოგიკური საქციელი“, - განაცხადა მან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ ახლა თურქეთის ხელისუფლება ნატო-სთან მიმართებაში „დანის პირზე დადის“ და ბევრი ქვეყანა უკვე საუბრობს მოქმედების აუცილებლობაზე. "აქ საკითხავია, შეუძლია თუ არა ნატო-ს დატოვოს ეს უპასუხოდ. შესაძლოა, რაღაც კულისებში მოხდეს. მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამის უპასუხოდ დატოვება, თუ რაიმე სახით აფასებენ ნატო-ს ერთიანობას და მის ავტორიტეტს", - ხაზგასმით აღნიშნა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სოჭში შეხვდნენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსულ გაზს ნაწილობრივ გადაიხდის რუბლებში . მან ასევე მიიწვია პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. ერდოღანის პირველმა თანაშემწემ კი თქვა , რომ მსოფლიო „ვერ დაასრულებს ომს უკრაინაში რუსეთის უგულებელყოფით“.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)