20:22 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-08 10:57:55, 1700 ნახვა

ომი უკრაინაში
მელიტოპოლის მერი - HIMARS რაკეტებით რუსული სამხედრო ტექნიკა და 100-ზე მეტი ჯარისკაცი გავანადგურეთ

8 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი სიზუსტის HIMARS რაკეტებით დაარტყეს რუსული ჯარების დროებითი განლაგების პუნქტებს მელიტოპოლის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის ზაპოროჟიეში, რომელიც დროებით ოკუპირებულია.  ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა. 

მისი თქმით, ასევე განადგურდა 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი.

„წინასწარი შეფასებით, განადგურდა რუსული სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა. 100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომლებიც იმ ღამეს დროებით ყაზარმებში იმყოფებოდნენ, „კობზონის კონცერტის“ ბილეთები მიიღეს და მათი მშობლები უკვე ირჩევენ მის მოდელს და ფერს“, - წერს ის სოციალურ ქსელში.

ფედოროვმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებს აღარ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა HIMARS-ის წინააღმდეგ. 

"დღევანდელი ღამე ყველაზე პროდუქტიულია და აჩვენებს, რომ არსებულ მტრის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებს აღარ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა HIMARS-ის წინააღმდეგ. საჰაერო თავდაცვის სისტემის შესუსტება ქმნის აუცილებელ წინაპირობებს წარმატებული კონტრშეტევისთვის მელიტოპოლის მიმართულებით", - აღნიშნა მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics