20:22 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-08 10:35:55, 1713 ნახვა

ომი უკრაინაში
გუტერეში ზაპორიჟიეს ელექტროსადგურის დაბომბვაზე - ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა

საერთაშორისო ინსპექტორებს უნდა მიეცეთ წვდომა ზაპორიჟჟიას ატომურ სადგურზე,- ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

უკრაინა აცხადებს, რომ შაბათს რუსეთის განახლებულმა დაბომბვამ რადიაციული სამი სენსორი დააზიანა. ამასთან დაბომბვის შედეგად დაშავდა ზაპორიჟიეს ელექტროსადგურის თანამშრომელიც.

გუტერეშის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ესაჭიროება სადგურზე წვდომა.

„ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს IAEA-ს ყველა ძალისხმევაში, რათა შეიქმნას ქარხნის სტაბილიზაციის პირობები”,”, - განაცხადა გუტერეშმა.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი „ბირთვულ ტერორში“ დაადანაშაულა და უფრო მკაცრი საერთაშორისო სანქციებს მოითხოვა, ოღონდ ამჯერად მოსკოვის ბირთვულ სექტორზე.

„მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც თავს უსაფრთხოდ გრძნობს, როცა ტერორისტული სახელმწიფო ატომურ ელექტროსადგურზე ცეცხლის სროლას ახდენს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ მარიანო გროსის თქმით, რუსეთის მხიდან უკრაინაძე ბოლო თავდასხმა "ხაზს უსვამს ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკს".

შეგახსენებთ, რომ გარდა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურისა, ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს უკრაინის ქალაქი ხარკოვში და სამხედრო ობიექტები დასავლეთ ვინიციას რეგიონში, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics