|
2022-08-06 17:34:57, 1783 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლის საკრებულო - ოკუპანტები საჩვენებელი სასამართლო პროცესის მოსაწყობად, ციხის საკნებს აშენებენ
ოკუპანტები მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე ციხის საკნებს დგამენ, რათა სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესი მოაწყონ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულოში ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლოს გამართვას ოკუპანტები სექტემბერში გეგმავენ. „ახლა მარიუპოლის კამერული ფილარმონიის სცენაზე რუსი დამპყრობლები აწყობენ ციხის საკნებს. გამაგრების დიამეტრი 20 მმ-ია. დამპყრობლები გეგმავენ სექტემბერში უკრაინის დამცველების "დემონსტრაციული სასამართლო პროცესის გამართვას", - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ დამპყრობლები ყველა საერთაშორისო ნორმის უგულებელყოფას აგრძელებენ. „ისინი აგრძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას, რაც მთელი ცივილიზებული სამყაროს უგულებელყოფის დემონსტრირებას ახდენს”,- დასძინა ბოიჩემკომ. გარდა ამისა, მარიუპოლის მერმა მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, გაეროს და წითელ ჯვარს ჩაერიონ სიტუაციაში და დაიცვან სამხედრო ტყვეების მოპყრობის წესები.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)