|
2022-08-06 13:13:20, 1644 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მტერი უნდა დაისაჯოს, რუსეთს პასუხისგება პოლიტიკურად და ფინანსურად მოუწევს
მტერი უნდა დაისაჯოს, რუსეთს მოუწევს როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად პასუხი აგოს დანაშაულისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ რუსულ კომპანიას, რომელიც რუსულ ატომურ სადგურებთან კავშირშია, სანქციები უნდა დაუწესდეს. ამასთან, უნდა მოხდეს რუსული აქტივების გაყინვა და მათი უკრაინისთვის გადაცემა. „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ევროპისთვის კიდევ ერთი ძალიან დიდი საფრთხე შექმნეს. მათ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს. ერთი დღის განმავლობაში ორჯერ ესროლეს. ნებისმიერი მსგავსი ფაქტი ტერორისტული აქტის ტოლფასია. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა. ნებისმიერ რუსულ კომპანიას, რომელიც რუსულ ატომურ სადგურებთან კავშირშია, სანქციები უნდა დაუწესდეს. აუცილებელია რუსეთმა ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხი მკაცრად აგოს. უნდა მოხდეს რუსული აქტივების გაყინვა და უკრაინისთვის გადაცემა. მტერი უნდა დაისაჯოს, რუსეთს მოუწევს როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად პასუხი აგოს დანაშაულისთვის",- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)