|
2022-08-06 10:12:32, 1529 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - დამპყრობლები ხალხს საკვების სანაცვლოდ ფსევდორეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ
ლუგანსკის ოლქში დამპყრობლები ხალხს საკვების სანაცვლოდ ფსევდორეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ,- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისი თქმით, ახლა გააქტიურებულია ე.წ. "რეფერენდუმისთვის" მზადება რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ. „ასეთი ვითარება შეიქმნა ლისიჩანსკში, სევეროდონეცკში, პოპასნაიაში, რუბიჟნიში, გორსკის, ზოლოტოისა და სხვა დასახლებებში, ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ეს ქალაქები, ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვეს, რომელთა 90% ევაკუირებული იქნა. ბევრი დანარჩენი სარდაფებში და თავშესაფარში ცხოვრობს, ჯერ ყველაფრისგან „გათავისუფლდნენ“, ახლა კი იძულებულები არიან, ფსევდორეფერენდუმზე მივიდნენ“, - განაცხადა გაიდაიმ. მისივე თქმით, ხელისუფლება ბოროტად იყენენს ძალაუფლებას და ხალხისგან მონაცემების გამოტყუებას ცდილობს. „საოკუპაციო ხელისუფლება და თანამშრომლობითი საზოგადოებრივი მოძრაობა, საკვების ან სამშენებლო მასალების მიწოდების საფარქვეშ, აწყობენ შეხვედრებს რეგიონის მოსახლეობასთან. ისინი იტყუებენ მათ პერსონალურ მონაცემებს. აიძულებს ადამიანებს თავისუფლება გაცვალონ საკვებსა და სასმელ წყალზე“, - დასძინა გაიდაიმ. შეგახსენებთ, რომ რუსი დამპყრობლები უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ. მტერმა დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და აიღო კონტროლი დასახლებებზე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)