|
2022-08-04 13:03:11, 1747 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ სიტუაციას დასავლეთის შიშებზე სათამაშოდ იყენებს
რუსული ძალები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ენერგოდარში, დასავლეთის შიშებზე სათამაშოდ, რათა შეასუსტონ დასავლეთის ქვეყნების ნება უკრაინის კონტრშეტევაზე სამხედრო მხარდაჭერისთვის,- ვკითხულობთ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მორიგ ანგარიშში. IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ატომური ელექტროსადგური "სრულიად გავიდა კონტროლიდან." მისივე ცნობით, "დარღვეულია ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი" მან მიმართა რუსეთს და უკრაინას თხოვნით, სწრაფად შეუწყონ ხელი IAEA-ს დამკვირვებლების კომპლექსში ვიზიტს.. ზაპოროჟიეს რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმა განაცხადა, რომ IAEA-ს ექსპერტებს შეეძლოთ სადგურის მონახულება. რუსი ოფიციალური პირები უკრაინას დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის უპასუხისმგებლოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ.ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მყოფი რუსული ძალები ბოლო კვირებში უკრაინის პოზიციებს დაესხნენ თავს, განზრახ აყენებდნენ უკრაინას რთულ მდგომარეობაში: ან უკრაინული ძალები უპასუხებდნენ ცეცხლს, საერთაშორისო დაგმობისა და ბირთვული ინციდენტის რისკის ქვეშ, ან მისცემდნენ რუსულ ძალებს საშუალებას გააგრძელონ პოზიციების დაბომბვა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)