20:23 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 15:34:50, 1720 ნახვა

ომი უკრაინაში
კულებამ დაასახელა ის გარემოებები, რომლებიც უკრაინას აიძულებს ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აუცილებელია ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, თუ ლუკაშენკოს არმია უკრაინის ომში ჩაერევა.

 კულებამ Ukrinform- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებული შეთანხმებით,  უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდან საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ კიევს  სწორედ ბელორუსის საზღვრიდან დაესხნენ თავს.

"ჩვენ არ გვაქვს ილუზია ბელორუსთან დაკავშირებით.ვაანალიზებთ, თუ რა ხდება და როგორ არ მივცეთ ლუკაშენკას დამატებითი მიზეზები გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად. მე ეს უკვე საჯაროდ ვთქვი და ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. თუ ბელარუსის შეიარაღებული ძალები ჩაერევა უკრაინაში დაუყოვნებლივ შევთავაზებ მათთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას“, - განაცხადა მან.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსი ნამდვილად არის უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის  თანამონაწილე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics