|
2022-08-03 10:16:16, 1641 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების განხილვა სთხოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხის განხილვა სთხოვა. მაგრამ დასძინა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა,რუსეთთან ომის დასრულებამდე, რთული იქნება. უკრაინაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 28000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლა 10 დღე აქვს პასუხის გასაცემად. უკრაინაში ჰომოსექსუალიზმი უკანონო არ არის, მაგრამ ერთსქესიანთა ქორწინება და სამოქალაქო პარტნიორობა არ არის აღიარებული.ამან განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ლგბტ პირებს, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ონლაინ პეტიციაში ნათქვამია: „ამ დროს ყოველი დღე შეიძლება იყოს ბოლო“. უკრაინაში ნებისმიერი პეტიცია, რომელიც აგროვებს 25000-ზე მეტ ხელმოწერას, ავტომატურად პრეზიდენტის განხილვის საგანი ხდება. თუმცა ეს არ იძლევა რაიმე ცვლილების გარანტიას მოქმედ კანონში და არ არის ნათელი, აპირებს თუ არა ზელენსკი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. კიევმა გაზარდა ლგბტქ+ უფლებების მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ლიდერები მოვიდნენ ხელისუფლებაში 2014 წელს. პარლამენტმა 2015 წელს მიიღო კანონმდებლობა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)