19:26 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 16:26:27, 1769 ნახვა

ომი უკრაინაში
მიკოლაევის მერი - სამედიცინო დაწესებულების დაბომბვა რუსული ჯარების ცინიკური ტერორიზმია

 უკრაინის ქალაქ მიკოლაივის მერმა ალექსეი სინკევიჩმა ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებზე განხორციელებულ თავდასხმას "რუსული ჯარების ცინიკური ტერორიზმი " უწოდა.

სინკევიჩმა მიყენებული ზარალი Telegram-ზე აღწერა და დასძინა,რომ დაწესებულება ყოველდღიურ რეჟიმში იღებდა პაციენტებს.

“ჩვენი გადაუდებელი დახმარების  საავადმყოფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მიიღებს პაციენტებს. აუცილებელია დანგრეული ტრავმატოლოგიური ცენტრის ნანგრევების დემონტაჟი
ასევე განადგურდა საავადმყოფოს მთავარი შენობის ნაწილი. იქაც აუცილებელია ყველაფრის მოწესრიგება. ეს არის ჩვეულებრივი საავადმყოფო, რომელიც ყოველდღე იღებდა ქალაქის მცხოვრებლებს, მათ შორის რუსული დაბომბვის მსხვერპლებს. ამიტომ, დღევანდელი თავდასხმა ამ სამედიცინო დაწესებულებაზე სხვა არაფერია, თუ არა რუსული ჯარების ცინიკური ტერორიზმი,“- წერს ქალაქის მერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics