|
2022-08-01 15:02:07, 1715 ნახვა
ომი უკრაინაში
ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 5700-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა
1 აგვისტოს მდგომარეობით,უკრაინის ომის გამო 693 ბავშვი დაშავდა, 358 დაიღუპა, 203 კი გაუჩინარდა. სულ მცირე 5754 ბავშვი იძულებით გადაასახლეს ან დეპორტირებულ იქნა.ამის შესახებ პრეზიდენტის ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში მრჩეველმა დარია ჰერასიმჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში მყოფი 4039 ბავშვი იპოვეს, 47 კი დეპორტაციიდან დააბრუნეს. "დღევანდელი მდგომარეობით, 693 ბავშვი დაშავდა, 358 დაიღუპა, 203 დაიკარგა. სულ მცირე 5754 იძულებით გადაასახლეს და დეპორტირებულ იქნა", - განაცხადა ჰერასიმჩუკმა. აგრესორი ქვეყანა აცხადებს, რომ დევნილი და დეპორტირებულია მინიმუმ 450 000 ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე. " ისინი არ აპირებენ ჩვენი შვილები დაგვიბრუნონ. უკრაინას არასოდეს შექმნია ასეთი საფრთხე ბავშვების სიცოცხლისა და თავისუფლების კუთხით. ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია [ბავშვების] შესახებ. მნიშბნელოვანია გამოძიება და მათი გადარჩენა“, - განაცხადა ჰერასიმჩუკმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)