|
2022-07-30 13:36:55, 1643 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო რუსეთი პასუხს აგებს, გეოგრაფია და საზღვარი ვერ შეგვაჩერებს
უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო მტერი პასუხს აგებს. თუ რომელიმე მკვლელი ფიქრობს, რომ სადმე დაიმალებიან და პასუხს არ აგებენ, ცდებიან. ვერც გეოგრაფია, ვერც დრო და ვერც საზღვარი ვერ შეგვაჩერებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მომხდარის გამო რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყანად უნდა გამოცხადდეს. „უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო მტერი პასუხს აგებს. თუ რომელიმე მკვლელი ფიქრობს, რომ სადმე დაიმალებიან და პასუხს არ აგებენ, ცდებიან. ვერც გეოგრაფია, ვერც დრო და ვერც საზღვარი ვერ შეგვაჩერებს. ელენოვკაში მომხდარი რუსების მიერ ჩადენილი, მორიგი მიზანმიმართული სამხედრო დანაშაულია. ჩვენი 50-ზე მეტი მეომარი დაიღუპა. როცა ეს ბიჭები ტყვედ ჩავარდნენ, წითელი ჯვარი და გაერო მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გარანტორებად დადგნენ. მომხდარის გამო რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყანად უნდა გამოცხადდეს, ეს ტერორიზმის უმაღლესი დონეა. ჩვენმა დიპლომატებმა პარტნიორებს ყველა დეტალი გააცნეს, რუსეთი ვერავის ვერ მოატყუებს, ისინი პასუხს აგებენ", განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)