|
2022-07-29 16:03:58, 1851 ნახვა
ომი უკრაინაში
მზად ვართ მარცვლეულის ექსპორტისთვის - ზელენსკი ოდესაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპორტო ქალაქ ოდესაში ჩავიდა და მარცვლეულის ექსპორტის პროცესს პირადად გაეცნო. მარცვლეულით თურქული გემის ჩატვირთვა კომერციულ საზღვაო ნავსადგურ "ჩერნომორსკში" მოხდა. პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყებიდან პირველი ექსპორტის განხორციელება იმაზე მიუთითებს, რომ პორტმა მუშაობა დაიწყო. პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით გამოხატა მზადყოფნა მარცვლეულის შეთანხმების განხორციელებისადმი. 'ჩვენ მზად ვართ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ველოდებით ჩვენი პარტნიორების სიგნალებს ტრანსპორტირების დაწყებასთან დაკავშირებით.ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტი. მაშინ, როდესაც ვიღაც, ბლოკავს შავ ზღვას, იპარავს სხვა სახელმწიფოების სიცოცხლეს, ჩვენ მათ ვაძლევთ გადარჩენის შესაძლებლობას,"- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში ხელი მოეწერა ინიციატივას თურქეთს, რუსეთს, უკრაინასა და გაეროს შორის უკრაინული საკვების ზღვით ექსპორტზე მუშაობის შესახებ.შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს რუსეთმა დაარღვია ის ოდესის პორტის დაბომბვით, რაც დაგმო გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მ, ანკარამ კი მხარეებს მიღწეული შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა .
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)