|
2022-07-26 13:41:39, 3027 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა
უკრაინამ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნა,- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცხედრების დაბრუნების ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით განხორციელდა. „მორიგი ოპერაცია ჩატარდა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადასაყვანად. უკრაინამ კიდევ 25 დამცველის ცხედარი დაუბრუნა",- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ცხედრების დაბრუნების პროცესი ჟენევის კონვენციის ნორმების დაცვით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 4 ივნისს ცნობილი გახდა დაღუპული ჯარისკაცების პირველი ოფიციალურად დადასტურებული გაცვლის შესახებ რუსულ მხარესთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. უკრაინამ მაშინ სულ 320 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომელთა გაცვლა მის საჯაროდ გამოცხადებამდე ორი დღით ადრე განხორციელდა. ოპერაცია თავდაცვის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და უკრაინის სხვა სამართალდამცავი უწყებები ახორციელებდნენ. ამასთან, 6 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2500-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალიდან რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)